ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„ევროპის საარბიტრაჟო პალატის" (ბელგია, ბრიუსელი) პრეზენტაცია და მისი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა კავკასიაში (თბილისში)
09/11/2009


მედია ანონსი

9 ნოემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

„ევროპის საარბიტრაჟო პალატის" (ბელგია, ბრიუსელი) პრეზენტაცია და მისი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა კავკასიაში (თბილისში)

2009 წლის 12 ნოემბერს, 11 საათზე, "ივერია სას რადისსონში”  გაიმართება „ევროპის საარბიტრაჟო პალატის" (ბელგია, ბრიუსელი) პრეზენტაცია და მისი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა კავკასიაში (თბილისში)

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების, საწარმოთა, ბიზნეს სტრუქტურების, იურიდიული საზოგადოების და ზოგადად საზოგადოების ინფორმირება იმის თაობაზე, რომ იურიდიული მომსახურეობის ბაზარზე, კონკრეტულად კი კომერციული არბიტრაჟის სფეროში ახალი, მძლავრი ევროპის საარბიტრაჟო პალატის შექმნა და ფუნქციონირება, რომელიც რეგისტრირებულია ბელგიაში, ბრიუსელში და რომელთანაც მუშაობს საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლო.

ევროპის საარბიტრაჟო პალატის წარმომადგენლობა დარეგისტრირდა კავკასიაშიც (თბილისში) რაც იძლევა ფართო საშუალებებს საერთაშორისო ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობისათვის მინიმალურ დროის (სამ თვემდე) და მინიმალური დანახარჯების პირობებში, საერთაშორისო ეკონომიკური დავების წარმოშობის შემთხვევაში. პრეზენტაციაზე დაპატიჟებულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება ბატონი მიხეილ სააკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტარები, ამერიკის, საფრანგეთის, ბელგიის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩები. ამერიკის სავაჭრო პალატის და ევროპის სავაჭრო პალატის(საფრანგეთი,პარიზი), ასევე საქართველოს სავაჭრო პალატის, მსხვილი საწარმოების და ბიზნეს სტრუქტურების, იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ გაიმართება პრეს-კონფერენცია ევროპის საარბიტრაჟო პალატის პრეზიდენტის, ბ-ნი გენადი პამპუხასი და პალატის წარმომადგენლის კავკასიაში ვარლამ ბაძაღუას მონაწილეობით.

###

აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გთხოვთ მიმართოთ საორგანიზაციო კომიტეტს:
ტელ:
95 11 62; 897 22 42 21
ელ-ფოსტა:
badza@gala.net; badza@cea-taic.be
მის:
დ. აღმაშენებლის #67

საკონტაქტო პირი:
მარიამ პავლიაშვილი
ტელ: 891 17 11 12

წაკითხულია: 5800